|
2016-10-31 10:44:24, 817 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვულოცავ ამომრჩეველს გამარჯვებას, რომელიც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოიტანს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა: „ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს“,-აღნიშნა კობახიძემ. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა: „გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დაითვალა. წინასწარი შედეგებით, თბილისსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ოლქებში "ქართული ოცნება" ლიდერობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)