|
2016-10-30 22:53:07, 658 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძეს ვარაუდით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს იგებენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თბილისში მმართველი გუნდი ოპოზიციას დიდი უპირატესობით უგებს. "ჩვენ ვიგებთ პრაქტიკულად ყველა ოლქს, ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით - ასეთია 45 საარჩევნო ოლქი. თბილისთან დაკავშირებით ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს ჩვენ ოპონენტებთან შედარებით. 70% მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება საშუალოდ. 100-ზე მეტი ოქმია დათვლილი თბილისში და სწორედ ასე ვთქვათ გამანადგურებელი ანგარიშით ვიგებთ არჩევნებს, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩვენ გვქონდა პირველ ტურში ძალიან დიდი უპირატესობა და გვქონდა იმის თქმის საფუძველი, რომ მოვიგებდით ყველა თუ არა უმეტეს საარჩევნო ოლქს", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)