|
2016-10-30 22:00:46, 1277 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს
"ქართული ოცნება" ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს. როგორც "ექსპრენიუსს" ადგილობრივმა კორესპონდენტმა აცნობა, ადგილზე შეკრებილები "ქართული ოცნების" გამარჯვებას ფოიერვერკებით და მუსიკებით ზეიმობენ. "ქართული ოცნება" უკვე ზეიმობს ფოიერვერკებით და მუსიკებით. ხმების დათვლა დაწყებულია და რამდენიმე უბანი უკვე დათვლილია. სავარაუდოდ, ზეიმობენ იმიტომ, რომ იციან წინასწარი მონაცემები", - აღნიშნა "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტმა. შეგახსნებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართა. მეორე ტურის დანიშვნა იმ ოლქებში გახდა საჭირო, სადაც პირველ ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კი, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი. გამოვლენილი პროცედურული დარღვევებისა და უბნების დარბევის გამო, ორ საარჩევნო ოლქში შედეგები გაბათილდა, ამიტომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა აუცილებელი. 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა: მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე (გაიმართა მხოლოდ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები); ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის 38-ე, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე (გაიმართა როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომ მეორე ტურები აღნიშნულ საარჩევნო ოლქებშიც ჩატარდება. მეორე ტურსითვის სულ 2 226 600 ბიულეტენი დაიბეჭდა. მათ შორის სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული. თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის დაიბეჭდა 14 000 ბიულეტენი, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, მათ შორის სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული; ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის- 4200 ბიულეტენი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)