|
2016-10-30 19:02:12, 649 ნახვა
პოლიტიკა
17:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი გორში ფიქსირდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 30.99% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 767907 ამომრჩეველია. რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 51.6% შეადგინა. ასევე, 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 44-ე მაჟორიტარული ოლქის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 46.7% შეადგინა. 60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე (45.7%). 17 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებლი დაფიქსირდა 41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე- 17.7% და ასევე თბილისში, მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოცემული დროისათვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 21.4%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)