|
2016-10-30 18:31:48, 601 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: მანდარინზე ხელის მოკიდება, ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც - მარკირება
„მანდარინზე ხელის მოკიდება, ა ნ რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება“,-ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „მარკირების თითზე შესხმის შედეგად განსხვავებული შხეფებია. მინათების შედეგად ჩნდება მხოლოდ ის შხეფები, რომლებიც მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინზე ხელის მოკიდება, ან რაიმე ციტრუსთან შეხება, არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. ცნობისთვის, დღეს დაფიქსირდა ფაქტები, როცა ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება, რადგან აღმოჩნდა, რომ მას მარკირება უკვე ჰქონდა გაკეთებული. ამომრჩეველი კი ირწმუნებოდა, რომ ხელზე კვალი მანდარინის გარჩევისას წარმოიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)