20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 16:16:18, 643 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სპორტსმენების მობილიზებასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ვრცელდება იფნორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან სპორტმენების მობილიზაცია ხდება, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. ამასთან, ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქალაქში, ქუთაისში, გორში და რუსთავში, თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ჩვენი მხრიდან სპორტმენების მობილიზაცია ხდება, რაც არის სიცრუე. ამაზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ამასთან დაკავშირებით, ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი. ეს არის დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება გარკვეული პროვოკაციები ჰქონდეს დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მხარდაწერებს მიმართა, ოპონენტების შესაძლო პროვოკაციებს არ აყვნენ.

„მოვუწოდებთ ჩვენ აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთ ინციდენტებში მონაწიელობისგან. არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციას. როგორც კი ნახავენ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციას აქვს ადგილი, ისინი მაშინვე უნდა დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ  რამდენიმე ოლქში დაპირისპირების საფრთხე არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics