|
2016-10-30 14:20:16, 770 ნახვა
პოლიტიკა
„მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთაა დაფიქსირებული“ - ცესკო დავით კირკიტაძეს პასუხობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, №30-ე რუსთავის ოლქის №24-ე უბანში მოსყიდვის ფაქტია აღბეჭდილი. კერძოდ, კირკიტაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თამაზ ნოზაძე, რომელიც უბანზე დამკვირვებელია, ამომრჩეველს ფულს აძლევს. კირკიტაძეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს: „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ვითარება ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. თუმცა, რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დეტალებს, მას კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან. კომისიის წევრზე არ არის საუბარი“,-აღნიშნა ცესკოს-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)