|
2016-10-30 13:58:58, 833 ნახვა
პოლიტიკა
რურუა: იმედი მაქვს, „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა, არ გადააყოლოს არჩევნების ლეგიტიმურობა სიხარბეს
„იმედი მაქვს, რომ „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა და არ გადააყოლებს მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას ამ სიხარბეს, რომელიც ახლა მას აქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა. როგორც რურუამ აღნიშნა, საარჩევნო უბნები დარღვევებით გაიხსნა. „სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული. მაგალითად უბნები გაიღო ადრე, ეს სერიოზული დარღვევაა. ემზადებიან გაბერილი სიებით, გაყალბებული პირადობებით, ადამიანების მოყვანას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ემზადებიან ე.წ კარუსელებისთვის, რაც ჩვენ ვიცით და ესეც დარღვევაა. იმედი მაქვს, რომ „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა და არ გადააყოლებს მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას ამ სიხარბეს, რომელიც ახლა მას აქვს“, - განაცხადა ნიკა რურუამ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმა #33-ე საარჩევნო უბანშე უკვე დააფიქსირა. „ხმა მივეცი ქვეყნის თავისუფალ მომავალს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)