|
2016-10-30 11:36:37, 699 ნახვა
პოლიტიკა
10:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მცხეთაში დაფიქსირდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 4.65% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 115302 ამომრჩეველია. რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი- ვაკის, საბურთალოსა და გორის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე. „ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 9%.გარდა ამისა, 44 ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით 6.5% დაფიქსირდა. ეს არის ახალციხე-ადიგენის საოლქო- საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტრორია. ბაღდათის და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, 51-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის 6.7% დაფიქსირდა. ასევე მაღალი მაჩვენებლია დაფიქსირებული ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე. 60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მისული ამომრჩევლების 6.6 %-ია. სენაკის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია, მისული ამომრჩევლების რაოდენობა 6.3%-ია. ყველაზე ნაკლები ამომრჩეველთა რაოდენობა დაფიქსირდა ვაკისა და გორის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე. მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 3% შეადგინა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)