|
2016-10-30 11:30:59, 680 ნახვა
პოლიტიკა
ვარშალომიძე: მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია
აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერის ლევან ვარშალომიძეს განცხადებით, ქობულეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მარკირებიანი ადამიანი ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა. ვარშალომიძის თქმით, უბნებზე უკვე უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია. "ქობულეთში იყო ორი შემთხვევა, სადაც მარკირებიანი ადამიანი მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას. არის შემთხვევები, როცა "ქართული ოცნების" აგიტაცია პირდაპირ უბანზე მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე, უბნის თავმჯდომარის მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოვლინდა "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის მიმართ", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. ლევან ვარშალომიძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. "მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია", - აღნიშნა ვარშალომიძემ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა საარჩევნო უბანზე თავის ხმა უკვე დააფიქსირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)