|
2016-10-30 10:13:53, 1296 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 18 ნოემბრამდე შეაჯამებს
ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 18 ნოემბრამდე შეაჯამებს. როგორც ცესკო-ს კანონმდებლობაშია აღნიშნული, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა კომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან მე-20 დღემდე უნდა გაიმართოს, რაც ნიშნავს, რომ ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომას 19 ნოემბერს გამართავს. ცნობისთვის, პირველი სხდომის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ პირველ სხდომაზე ახალარჩეული პარლამენტი თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერს ირჩევს. გარდა ამისა, პარლამენტი კომიტეტებს აკომპლექტებს და მათ თავმჯდომარეებს ირჩევს. ამის შემდეგ, მოქმედი პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. ახალარჩეული პალრამენტი 5 დღის ვადაში ქვეყნის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტს შეარჩევს და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგენს. ახალარჩეული პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა მინისტრებს კენჭს უყრის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)