|
2016-10-29 21:12:50, 688 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია
ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის დაახლოებით ერთწლიანი პროცესი განხილვების, მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარ და ამას დაახლოებით დასჭირდება ერთ წელი. ჩემი გათვლებით ეს ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მანამდე გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ეს არის სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა გასდევდეს ფართო ფორმატში განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი წელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის უზურპაციის იდეით შეპყრობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)