|
2016-10-29 20:44:56, 667 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი უსუფაშვილზე: ძალიან გამიკვირდება “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი რომ გამოთქვას
ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქრონიკის" ეთერში, კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ უსუფაშვილს “ქართულმა ოცნებამ” თანამშრომლობა შესთავაზოს, განაცხადა. პრეიერის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” არაადეკვატური, შეტევითი კამპანია დაიწყეს „ქართულ ოცნებაზე“. მისივე განცხადებით, "პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის". “პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ ერთადერთს ვიტყვი, დასანანია თუ როგორ განვითარდა პარტიის საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიაც, მათი რიტორიკაც. დასანანია ისიც, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა თანამშრომლობა”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. პრემიერმა დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ “ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)