|
2016-10-29 18:24:19, 678 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარტიის არჩევნებამდე დატოვების თაობაზე ბევრი მიკიჟინებდა
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას „რესპუბლიკური პარტიის“ არჩევნებამდე დატოვებას ურჩევდნენ, თუმცა ეს არ გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ პარტიასთან ერთად 25 წელი გაატარა და არჩევნებზე სწორედ მისი სახელით უნდა გასულიყო: „პარტიის დატოვების თაობაზე მიკიჟინებდა ბევრი არჩევნებამდე, მაგრამ ამას არ გავაკეთებდი არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ პარტიასთან ერთად განვვლე 25 წელი და პარტიასთან ერთად უნდა გავსულიყავი ამ არჩევნებზე. გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. ჩვენ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მე პარტიასთან ერთად ჩაძირული ამ არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. პარტია თავის სიტყვას კვლავაც იტყვის ქართულ პოლიტიკაში“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მას კითხვა დაუსვეს, ხომ არ აპირებს ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობას, რაზეც უსუფაშვილს ცალსახა პასუხი არ გაუცია. „არანაირი კონკრეტული გეგმა და სქემა არ მაქვს ვის შევხდები და ვის დავურეკავ. ეს არაა ამწუთუის საქმე“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა. მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)