20:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 17:36:42, 726 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: 2020 წლის არჩევნებში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს

უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გახდა ცნობილი, რომ მან "რესპუბლიკური პარტია" დატოვა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ.

"მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით. ვინც მეტი შრომით და შემართებით არის მზად გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა, იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე. ფაქტია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობას და ევროპულ კეთილდღეობას ვერ მოუტანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული, ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატები ვერც საერთო პოლიტიკური ცოდვის გამო გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი და რომელსაც პოლიტიკურ, გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ფუნდამენტური ღირებულებები. ეს იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პარტია, ეს იქნება შეცვლადი და არა შეუცვლელი პარტია და შევძლებთ სამშობლოს ფეხზე დაყენებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავდმჯდომარემ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics