|
2016-10-29 17:22:16, 823 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს მიტოვებას და პარტიაზე რას იზამს, არ ვიცი
თინა ხიდაშელი ჩემს მიტოვებას არ აპირებს და „რესპუბლიკურ პარტიას“ დატოვებს თუ არა, არ ვიცი. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის" დატოვება დაადასტურა. მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს. უსუფაშვილი ამბობს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძლებს აქტიურ, ოპოზიციურ, პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს ორ- სამ თვეში ექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა, თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით-ეტი პრობლემის გამო, მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)