|
2016-10-29 14:08:45, 805 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური ხურვალეთის, შავშვების დევნილთა ჩასახლებების, ატენისა და ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ხურვალეთის, შავშვების დევნილთა ჩასახლებების, ატენისა და ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე და მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დეპუტატობის კანდიდატმა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობისთვის განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. „ კომუნიკაცია, ინფორმირება, მუდმივად დიალოგის რეჟიმში ყოფნა, ესაა ჩემი მთავრი დაპირება. მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი პრობლემებს ზედაპირზე ამოსწევს. საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვების შემთხვევაში სწორედ მე ვიქნები ამ პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი. ადგილობრივების მოთხოვნას „სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მინიჭების საკითხის გადახედვა წარმოადგენდა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს დეტალურად შეისწავლონ თითოეული ბენეფიციარის საქმე და „სოციალურად დაუცველ პირთა“ სტატუსის მინიჭების საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ. ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დავიწყებ აღნიშნულ საკითზე აქტიურად მუშაობას და პირადად გავეცნობი ჩემს რაიონში თითოეული ბენეფიციალის საქმის დეტალებს. გორის რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სახელოვანი სპორტსმენებით. მე მსურს ჩემს რაიონში სპორტს ეკავოს ერთერთი წამყვანი პოზიცია. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დაკვიდრების მიზნით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა სოფელში სპორტული კომპლექსების , მინი სტადიონების მოწყობა“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)