|
2016-10-28 18:33:18, 783 ნახვა
პოლიტიკა
IRI: საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა
საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IR) მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ამიტომ, ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. „ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ“,-ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები. მათი ანგარიშის თანახმად, დამკვირვებელთა 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე. „ბევრ შემთხვევაში ორგანიზაციის მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები თვლის პროცესში, ცესკო-ს მიერ შედეგების გაუმჭვირვალედ და შენელებულად მოწოდების ფაქტები; ასევე, ეგზიტპოლები, რომლებიც მიკერძოებულობითა და ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაციის მოკლევადიან დამკვირვებელთა 25%-მა შენიშნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგნელების ან დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში ან თვლის პროცესში ჩარევის მცდელობა; 12,5%-ის ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ შეამოწმა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა მის გახსნამდე; 25%-მა აღნიშნა, რომ კომისიის მდივანმა გამოუყენებელ ბიულეტენებს არ მოაჭრა ყუა და/ან არ მოათავსა ცალკე კონვერტში; დამკვირვებელთა 43,75%-ის ინფორმაციით აღინიშნებოდა გარკვეული კითხვები და უკმაყოფილება ხმის დათვლის პროცესში“,-ნათვამია IRI-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)