|
2016-10-28 18:11:21, 1065 ნახვა
პოლიტიკა
„სამართლიანი არჩევნები“: არჩევნების მეორე ტურის წინ, ფიზიკური დაპირისპირების, ზეწოლა-მუქარის ფაქტები დაფიქსირდა
„სამართლიანი არჩევნები" მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს 38 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა იმ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, სადაც მეორე ტური დაინიშნა. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. მათივე ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. ანგარიშში ძირითადად საუბარია პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა/მუქარის და დაშინების შემთხვევებზე: „მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ნეგატიური ფონი შეუქმნა ასევე 8 ოქტომბერს, ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების 3 უბანზე მომხდარი ძალადობრივმა ფაქტებმა. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ“,-ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)