|
2016-10-28 17:33:17, 927 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: როდის იყო ოპოზიცია შტაბში ვიღაცას უვარდებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრები „ოცნების“ კარალეთის შტაბში შეიჭრნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. წერეთელის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი სმენია: „არაფერი ვიცი, ქუთაისის შტაბში ვარ და შეჭრა- შემოჭრა ეგ მაგათი საქმეა. ჩვენ არსად შევჭრილვართ, არსად შევვარდნილვართ. კარგით რა, როდის იყო ოპოზიცია უვარდებოდა შტაბში ვიღაცას. არ მგონია, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს ეს ინფორმაცია“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. ცნობისთვის „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)