|
2016-10-28 17:09:29, 861 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“: „ნაცმოძრაობის“ წევრებმა კარალეთის შტაბში ჩვენს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ მორიგ პროვოკაციას უწოდებს: „დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი. "ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“,-ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)