|
2016-10-28 14:45:08, 707 ნახვა
პოლიტიკა
„ეროვნული ფორუმი“ ლევან იზორიას შეკითხვით მიმართავს
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ეჭვქვეშ აყენებს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიროტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნატოს მინისტერიალზე არდასწრება ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის აბუჩად აგდებაა. „მაინტერესებს ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია იყო თუ არა საქმის კურსში ნატოს იმ განცხადებაზე, რომ თურმე ნატომ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, იცოდა თუ არა ამის შესახებ ლევან იზორიამ, თუ იმანაც ჩვენსავით ტელევიზიებით გაიგო ეს ამბავი. გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია და აგრესორია, გასაგებია, რომ აგერ 40 კილომეტრში დგას საქართველოს საზღვართან, გასაგებია,რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახის დარტყმას უნდა ველოდებოდეთ მისგან, მაგრამ საინტერესოა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს თუ არა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ძალიან მეეჭვება მას ეს გააზრებული ჰქონდეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოებაა, დაკავებულია მხოლოდ არჩევნებით და ყველა ღონეს ხმარობს, საკონტროლო პაკეტი მოიპოვონ პარლამენტში და ყველა მეთოდის გამოყენერბით გააქრონ ოპოზიციური სპექტრი",-აღნიშნავს ანი მიროტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)