|
2016-10-28 14:48:37, 721 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: მთავრობის მიზანია, საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის სისტემა დაინერგოს
"ხუთი წლის მანძილზე ევროკავშირის მხრიდან 450 მილიონი ევროს დახმარების პროექტები განხორციელდა, 30 მილიონი ევროც არის ამ დახმარების შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოში საჯარო სისტემის მოდერნიზებას და საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის სისტემა იყოს. „ჩვენ ბევრი ინსტიტუტი განვავითარეთ, დავნერგეთ ევროპული სტანდარტები, მოვახდინეთ მათი დაახლოება ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან და ამ პროექტის მიზანია, რომ საჯარო მმართველობის სისტემაც ასევვე დაუახლოვდეს და იყოს ევროპული. ეს დახმარება განხორციელდება საბიუჯეტო დახმარების კუთხით, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი ევროპული პრინციპების დანერგვას საქართველოში“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)