|
2016-10-28 14:39:44, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ყველა ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება
„ყველა ინდიკატორი არის იმისა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის განხილვები აქტიურად მიმდინარეობს. პარლამენტის მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ყველა ინდიკატორი არის იმისა, რომ საქართველოსთვის აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)