|
2016-10-28 12:28:09, 870 ნახვა
რეგიონი
სარფის გამშვებ პუნქტთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და თურქეთის კონსული მივიდნენ
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მეორე დღეა შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის კონსულთან ერთად. როგორც პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ თურქულ პროგრამაზე მოხდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. „სავარაუდოდ თურქულ პროგრამაზე, ანუ სასაზღვრო პროგრამაზე კიბერშეტევა მოხდა ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა მოგვარდება. დღეს მიმდინარეობს სარფში ორი მიმართულებით მუშაობა. პირველ რიგში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეს პროგრამა, ხოლო მეორე რიგში დროულად მოხდეს ჩვენი ხალხის გამოტარება. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტზე, ანალოგიური პრობლემებია ყველა საზღვარზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში“,-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება შეფერხება სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)