|
2016-10-28 11:41:07, 603 ნახვა
პოლიტიკა
ჰერმანი: იმედი მაქვს, დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი მალე გადაწყდება. ჰერმანი ამბობს, რომ ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ შედეგი სწრაფად დადგეს: „ სულ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, იმედი მაქვს, რომ დრო, როდესაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, შორს არ არის. არ შემიძლია კონკრეტული თარიღი დავასახელო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც უფრო ფართო მხარდაჭერაა საჭირო, რათა ხალხს შედეგი ჰქონდეს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ შედეგი შეძლებისდაგვარად სწრაფად დადგეს“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)