|
2016-10-27 19:33:08, 750 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: NATO ამბობს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთო
NATO შემოდის საქართველოში, ამბობს, რომ NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ინაშვილის განცხადებით, ქვეყანას ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია სჭირდება, რომელიც სუვერენიტეტს დაიცავს და რისკების წინაშე არ დააყენებს ქვეყანას. "NATO შემოდის საქართველოში, ამბობს, რომ NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ. გვიღებს ჩვენ NATO? სიმართლე ვუთხრათ ხალხს. რასაც ამბობს, ნატოს გენმდივანი, მერკელი, ობამა. კი ბატონო ვითანამშრომლოთ, მაგრამ კარს არ გვიღებს ნატო. ჩვენი ქვეყანა კი რისკების ქვეშ დგას. NATO ვერ ახერხებს დაიცვას ჩვენი ქვეყანა. NATO რომ წევრობას არ გვთავაზობს, ამას ხალხს არ ეუბნებიან. წლების წინ უნდა მივეღეთ NATO-ს, ამასობაში მიწები დავკარგეთ. ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია გვინდა, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტს დაიცავს, რისკების წინაშე კი არ დააყენებს ქვეყანას,"- აცხადებს ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)