|
2016-10-27 16:53:17, 877 ნახვა
სამხედრო
საქართველოში უკრაინის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში უკრაინის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო თავდაცვის სამინისტროში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსთან ერთად იმყოფებოდა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან უკრაინელ დიპლომატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სხვადასხვა კურსის შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რაც ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და უკრაინელი სამხედროების მონაწილეობას გულისხმობს. უკრაინელმა პოლკოვნიკმა, სერგეი კუნდიუსმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო გააგრძელებს მოღვაწეობას.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)