|
2016-10-27 13:29:33, 616 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას მოახერხებენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტის მიმართვას ეხმაურება. ცქიტიშვილის განცხადებით,ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „ კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE-ეს, ანუ სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)