|
2016-10-27 10:28:22, 683 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთი მზადაა, სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს
„რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა ვალდებულია კრემლის ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. „თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდაზე ვისაუბრეთ. შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან რეგიონში ალიანსის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ნატო-ს საერთაშორისო გუნდი არსებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოქმედებების დახვეწაზე იმუშავებს. შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები განვიხილეთ. ისინი აგრძელებს მაშტაბურ წვრთნებს ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)