|
2016-10-26 09:26:12, 739 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: აჭარის მთავრობას სათავეში უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ ერთი კაცი გაგვაყვანინეს
„აჭარის მთავრობას სათავეში მე თვითონ უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ ერთი კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდაოდ დიდი სიყალბეა“,-ამის შესახებ „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა GDS-ის ეთერში განაცხადა. თარხან-მოურავის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილი ზაზა ოქუაშვილს იმიტომ დაუთმო, რომ ერთი მანდატის წარმომადგენლობით, ის დაპირებების ასრულებას ვერ მოახერხებს, პარტიის პოზიციის დაფიქსირებას სიის მეორე ნომერიც შეძლებს. „ პარტიის პირველი პირი ვარ, ირმა ინაშვილი კი - მეორე. პარტიის სიის პირველი ნომერი მე ვიყავი, მაგრამ შემდეგ ასეთი განცხადება გავაკეთეთ, რომ სიის პირველი ნომერი გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი იქნებოდა, მე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი ვიქნებოდი იმ მიზნით და იმედით, რომ აჭარაში 8 კაცს მაინც გავიყვანდით, 11-კაციან კოალიციას შევქმნიდით და გვექნებოდა ძალა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი დაგვემტკიცებინა. მთავრობას სათავეში მე თვითონ უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ 1 კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდაოდ დიდი სიყალბეა. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იქ რა შემიძლია გავაკეთო?! დაპირებების ასრულებას ვერ შევძლებ, ამიტომ ჩემმა იქ ყოფნამ აზრი დაკარგა. პარტიის პოზიციის დაფიქსირებას სიის მეორე ნომერიც შეძლებს, მესამეც და მეოთხეც. მე კი, პარტიას უნდა ვუხელმძღვანელო“, -აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)