|
2016-10-25 14:48:20, 1814 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი: ყველა კითხვას, რომელიც დაღუპულის ოჯახის წევრებს აქვთ, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. პრესსპიკერ ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. „მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)