13:26 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:36:42, 849 ნახვა

რეგიონი
ე.წ თავდაცვის მინისტრი: ოსი სამხედროები რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იმსახურებენ

წლის ბოლომდე ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ოს სამხედროებს რუსეთის არმიაში მსახურობის უფლება მიეცემა, - ამის შესახებ სააგენტო Tass-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრზე" იბრაგიმ გასეევზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გასეევმა განაცხადა, ოს სამხედროებს, კონტრაქტის საფუძველზე, შეეძლებათ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში მსახურობა.

ამასთან, ე.წ მინისტრის თქმით, ეს სამხედროების კარიერული ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგია.

"რუს კოლეგებთან საერთო აზრამდე მივედით. გვქონდა შიდა განხილვები, რომლებიც წარმატებით დასრულდა. ახლა განხილვებს რუსული მხარე ახორციელებს. შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერას წლის ბოლომდე ველოდებით", - განაცხადა გასეევმა.

მისივე თქმით, შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება „სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება“, და ადგილობრივი “შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics