|
2016-10-24 16:31:57, 953 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რაქვიაშვილს საპასუხისმგებლო საქმე ექნება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მმართვე გუნდს საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება სურს. ”მე ვახასიათებ მას, როგორც კარგ პროფესიონალს და თავის საქმის მცოდნე ადამიანს და მინდა წარმატება ვუსურვო ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება და უშიშროების საბჭოს როლის შესუსტება. იცით რომ ორი უშიშროების საბჭო არსებობს, ამიტომ ამ ფონზე მას საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად რთული ამოცანები და საქმე ექნება”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)