|
2015-03-18 17:05:16, 529 ნახვა
პოლიტიკა
2016 წელს დაზვერვის სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება
2016 წელს დაზვერვის სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება – მშენებლობის პროცესის დაწყებას საფუძველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროს დავით სუჯაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან ერთად ჩაუყარა. ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. „დაზვერვის სამსახურის გამართული და ეფექტიანი მუშაობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური პროცესები და რეგიონში არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ზრდის საგარეო საფრთხეებს, და ასეთ სიტუაციაში თქვენ უდიდესი როლი გაკისრიათ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობისგან ყოველთვის გექნებათ სათანადო მხარდაჭერა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი პროფესიონალიზმი სრულად იყოს გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ, “– განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველმხრივ შეუწყობს ხელს დაზვერვის სამსახურის ისეთ სტრუქტურად გარდაქმნას, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე გამოწვევებზე.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)