|
2016-10-24 14:37:16, 1011 ნახვა
რეგიონი
ხულოში ახალი სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას
ხულოში სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გამარჯვებულ კანდიდატთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად საწარმოს ეწვია და თანამშრომლებს გაესაუბრა. "მივესალმები მსგავს ინიციატივას, რომელიც ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს - ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომლის დახმარებით დღეს აქ ინვესტიცია ხორციელდება, უკვე დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, მომავალში კი 200-მდე ხულოს მკვიდრი დასაქმდება. საწარმო სარგებლობს მთის კანონის იმ შეღავათით, რომელიც მთიან რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ეს სამკერვალო არის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად გამართლებული და წარმატებულია მთის კანონი, რომ იგი ნამდვილად ემსახურება მთაში მოსახლეობის გამაგრებას, მთის მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სამკერვალოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას. ამ ეტაპზე საწარმოში 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სამომავლოდ 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ფაბრიკის შენობის ფასადისა და ინტერიერის სამუშაოები უკვე დასრულებულია, საწარმოში შემოტანილია 60-მდე სამკერვალო დანადგარი. ინვესტიცია თურქულ-ქართულია და საწარმოს გამართვისა და ფუნქციონირების საკითხში ჩართულია რეგიონში მყოფი ნორვეგიელი ინვესტორებიც. მნიშვნელოვანია, რომ ხულოში უკვე რამდენიმე საწარმო ფუნციონირებს, ტექსტილის მიმართულებით პირველი საწარმო სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)