|
2016-10-24 14:16:03, 771 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, მრჩეველთა ჯგუფის II შეხვედრა გაიმართა
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პარტნიორებს კონფერენციაში მონაწილებისთვის მადლობა გადაუხადა და ელიმინაციის პროგრამის გაგრძელებაზე ისაუბრა. ”პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩართულობის კრიტერიუმი მოგვეხსნა და ნებისმიერს, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღოს ეს მკურნალობა. შედარებისთვის, თუ შარშან თვის განმავლობაში პროექტში შეგვეძლო 700-800 პაციენტის ჩართვა, დღეს ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არ არის”, -განაცხადა დავით სერგეენკომ. აშშ-ს ელჩმა საქართველოში ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა. ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ და დადებით გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიღე მონაწილეობა ამ კონფერენციაში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობების თანაშრომლობით განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”, - განაცხადა იან კელიმ. კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტმა კი შეხვედრისა და ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობაზე გააამხვილა ყურადღება. „საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს მრავალი ქვეყნიდან ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების მიწვევას საუკეთესო მიღწევების და მიმართულების გაზიარების მიზნით. პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების კუთხით,“ - აღნიშნა მან. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობას აფასებენ, გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, ასევე ვირუსის გავრცელების კვლვევის შედეგებს წარადგენენ და სამომავლო პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაზე მსჯელობენ. კონფერენციის ფარგლებში, პრევენციისა და კონტროლის ძირითად სტრატეგიებსაც მიმოიხილავენ და C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ინდიკატორებსა და სამიზნეებს განსაზღვრავენ. მრჩეველთა ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს, CDC-ისა და სხვა პარტნიორების კონსულტაციების გათვალისწინებით შერჩეული 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ CDC-ისა და სხვადასხვა წამყვან ექსპერტთა ჯგუფს აერთიანებს. შეხვედრას საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარე - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი ჯონ ვორდი, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადის“, ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი კლინიკების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებიან. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა საქართველოში, გასული წლის 3-4 ნოემბერს გაიმართა.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)