|
2016-10-24 13:59:32, 895 ნახვა
რეგიონი
ქობულეთსა და პიეკარი შლონსკეს შორის თანაშმრომლობის მემომარნდუმს მოეწერა ხელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პიეკარი შლონსკეს (პოლონეთი, სილეზიის სავოევოდო) შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ქალაქ პიეკარი შლონსკეს მერი სლავა უმინსკა დურაი, მერის მოადგილე კშიშტოფ ტუჟანსკი და სხვა ოფოციალური პირები ესწრებოდნენ. ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას პიეკარი შლონსკეს მერმა, ქალბატონმა სლავა უმინსკა დურაიმ და ქუბულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერა აჭარის ა/რ და სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული წარმატებული, მრავალწლიანი თანამშომლობის ფარგლებში დაიგეგმა. ის სხვადასხვა სფეროში აჭარის ა/რ ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)