|
2016-10-24 08:22:00, 730 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღეს გამართულ სხდომაზე შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / №27 მანდატი; №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი; №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ: „№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაზა ხუციშვილი; №4-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მამუკა მდინარაძე; №5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ნინო გოგუაძე; №14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ვოლსკი; №25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი; №31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი სავალან მირზოევი; №32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოდერძი ჩანქსელიანი; №33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გოგი მეშველიანი; №34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - კახაბერ ოქრიაშვილი; №35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რუსლან გაჯიევი; №38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი- ზაქარია ქუცნაშვილი; №40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გიორგი თოთლაძე; №45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გედევან ფოფხაძე; №46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ენზელ მკოიანი; №50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ელგუჯა გოცირიძე; №53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - პაატა კვიჟინაძე; №54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გრიგოლ ლილუაშვილი; №55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ მიქელაძე; №57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე ზურაბიანი; №58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -გოჩა ენუქიძე; №59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - არჩილ თალაკვაძე; №62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ოთარ დანელია; №73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი -ანზორ ბოლქვაძე. დღესვე, ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. 23 ოქტომბრის სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ქეთევანი მამულაშვილი ; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ზურაბი ქადაგიძე; მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 გულია გოცირიძე; წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 დავით კვარაცხელია; ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ვახტანგ ცუცქირიძე; აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 იაგო თოდუა; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 თაზო ფაცაცია.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)