|
2016-10-23 10:33:05, 861 ნახვა
რეგიონი
გია ზედანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა
გია ზედანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინალში ერთმანეთს ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ. მათივე ინფორმაციით, გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირში ტრადიციულად მონაწილეობდა ბათუმში გაცვლითი პროგრამით მყოფი საფეხბურთო კლუბის „ბაბელსბერგი 03" -ის (გერმანია) ნორჩი ფეხბურთელები. ზურაბ პატარაძე სტუმრად მყოფ გერმანელ ფეხბურთელებს გაესაუბრა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დინამოელებს გამარჯვება მიულოცა. "მიხარია,რომ ბათუმში ასე ხშირად ტარდება სპორტის მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებები. მსგავსი პროექტებით ხელი ეწყობა როგორც სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას, ისე ჩვენი ქალაქისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. დღეს, ბათუმის ნორჩმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს, რაც დიდი იმედის მომცემია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფეხბურთს რეგიონში დიდი მომავალი ქონდეს. მინდა კიდვ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები“,-განაცხადა პატარაძემ. ზურაბ პატარაძემ განსაკუთღებული მადლობა გადაუხადა ბრანდენბურგი - საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს ბატონ პავლე შპეტიშვილს. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში გერმანული გუნდის ჩართულობას აფინანსებს გერმანული მხარე და ორგანიზებულია საქართველო - ბრანდენბურგის საზოგადოების ინიციატივით და ლევან კობიაშვილის უშუალო პატრონაჟით. მე-4 საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში 15-22 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას : „ბაბელსბერგი 03" (გერმანია); ქუთაისის „მართვე"; ბათუმის „დინამო"; საფეხბურთო კლუბი „ბაკური"; ფოთისა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)