|
2016-10-22 13:20:08, 676 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი
"დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, რაც აღიარა უკვე ყველამ, ყველაზე უფრო კვალიფიციურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმუხურში საარჩევნო უბანთან ჯურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ნება მშვიდ და თავისუფალ გარემოში გამოხატონ. “უპრეცედენტოდ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ. კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს. დღეს მთავარია, რომ იყოს აქტიურობა და ყველამ თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მე რა თქმა უნდა მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით. უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა”,- აღნიშნა კობახიძემ. მისივე განცხადებით, თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, რეაგირება ცესკო-ს მხრიდან უნდა მოხდეს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)