|
2016-10-20 20:38:25, 1358 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ივანიშვილის პრეზიდენტობა სასარგებლო არ იქნება, რადგან 1 წლის შემდეგ აუცილებლად წავა
„ქართული ოცნების“ ძირითადი ამოცანაა, რომ არცერთი სახელისუფლებო შტო არ დარჩეს მათი კონტროლის გარეშე, ამიტომ, ვფიქრობ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ისეთი სახის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, არ იქნება“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ესქსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, "ოცნების" დაპირება, რომ ისინი პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლიან, ძალაში შევა. "იქნება სრული გარანტია, რომ ისინი აირჩევენ იმას ვინც სურთ. ასეთ პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ როგორც ირაკლი ღარიბაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილის სურვილი ეს იქნება, ან ბიძინა ივანიშვილიც თუ ეს ისევ მისი სურვილი იქნება. ივანიშვილის პრეზიდენტობა მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სასარგებლო, რადგან 1 წლის შემდეგ აუცილებლად წავა. მას არ უყვარს ხელისუფლება, ის ბიზნესმენია და თავისი საქმე უფრო აინტერესებს. რაც შეეხება ღარიბაშვილს თუ ის დისკუსში კვლავ შემოიყვანეს, გამოდის რომ მათი თვალსაწიერი ღარიბია. ირაკლი ღარიბაშვილი რაც არის ჩვენ ვიცით, მაგრამ შეიძლება თავზე მოგვახვიონ, იმიტომ, რომ პარლამენტი აირჩევს. თავიდან ივანიშვილს უნდოდა ვანო კიღურაძე პრეზიდენტად, ეგონა, რომ მოხერხებული პრეზიდენტი იქნებოდა და კიდევ კარგი ეს ასე არ მოხდა, რადგან კიღურაძე ძალიან ჯიუტი კაცია და ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. ამასთან, ღარიბაშვილი ნიშნავს უკიდურესად მორჩილ პრეზიდენტს. იგი გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ მაღალ თანამდებობას არ შეესაბამებოდა. ამაში ყველა დარწმუნედა, უცხოელებიც, შინაურებიც და ივანიშვილიც, ამიტომ უბრალოდ ამოაძრო პოლიტიკიდან საცობივით. ისევ საცობივით დაუსვას პოლიტიკას ეს კაცი, საზოგადოების მეტისმეტი დაცინვაა. თუ ამაზე მეტი არ შეუძლიათ, ბუნებრივია ასეც იზამენ, მაგრამ ამას არ ველოდები. ყველაფერი არის იმაზე დამოკიდებული, როდის, რა და რომელ საათზე მოუნდება ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვერც ივანიშვილი შეინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებებს და ვერც ჩვენი ხალხი შეეგუება იმას, რომ პრეზიდენტის არჩევა იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი იმუშავა ადამიანმა ბანკ „ქართუში“", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)