|
2016-10-20 18:37:07, 1495 ნახვა
სამართალი
თავაძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი, ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება
სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზრელი, ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ განაცხადა. ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხარა კოლეგებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. თავაძის თქმით ის მოადგილეების კანდიდატებს 10 დღის ვადაში წარუდგენს პლენუმს. "პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც ჭირდება სწრაფად მიხედვა რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადმაიანის უფლებების დაცვა", - აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ის ობიექტური, რაზეც მისი ოპონენტები ეჭვს გამოთქვამდნენ, თავაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვარს. "ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებული, იქნება სასამართლოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება", - განაცხადა თავაძემ. ცნობისთვის, სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)