|
2016-10-20 16:02:57, 961 ნახვა
რეგიონი
ხულოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ
22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აქციის ფარგლებში პორტატული ულტრაბგერის (ექოსკოპის) აპარატით განხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევაც, ასევე კარდიოექოსკოპიური და ნეოროსონოსკოპიური კვლევები . ასევე ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური კონსულტაციაც. პაციენტებზე გაიცემა სამკურნალო დანიშნულებაც და საჭიროებისამებრ მოხდება მათი მიზნობრივი რეფერირება. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. ტელ: (0422) 255 05 05
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)