|
2016-10-19 15:50:16, 732 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: რუსეთი ქმნის ღობეებს, არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, რომ თავიანთ საკუთრებას მიწვდნენ
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ რუსეთის მიერ „გაყინული კონფლიქტის“ შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღევანდელ განცხადებას არ იცნობს, ამიტომ კონკრეტულად მისი განცხადების შეფასება უჭირს. თუმცა, ლაჰიუს თქმით, გაყინული კონფლიქტია, როცა ეთნიკურად ქართველები განდევნილები არიან იქიდან, სადაც ტრადიციულად ცხოვრობდნენ და უკან დაბრუნების უფლება არ აქვთ: „მე არ მაქვს ნანახი ბატონ ობამას განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა "გაყინული კონფლიქტი" შექმნა. ამიტომ არ შემიძლია ეს განცხადება კონკრეტულად შევაფასო. მგონია, რომ ამ სიტუაციას უნდა ვუყუროთ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს არის ცივი კონფლიქტი, ეთნიკურად ქართველები არიან განდევნილნი იქიდან, სადაც ტრადიციულად ცხოვრობდნენ და მათ არ აქვთ უფლება, რომ უკან დაბრუნდნენ. რუსეთი ამ პრობლემის ნაწილია. რუსეთი ქმნის ღობეებს, რუსეთი არ იძლევა ინტეგრაციის ნებართვას, რუსეთი არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, რომ თავიანთ საკუთრებას მიწვდნენ“,-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ. ჟურნალისტის კითხვაზე -რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის დამარეგულირებელი, ლაჰიუმ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. „ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია“,-განმარტა უილიამ ლაჰიუმ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შეჭრილი იყო და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და, ამავე დროს, თანამშრომლობის გზების მოძებნა ვცადეთ ", - აღნიშნა ობამამ და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს. "რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში რუსეთი აგრესიას უკავშირდება. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, მინსკის შეთანხმება შევიმუშავეთ, რომელმაც მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)