|
2016-10-18 17:28:41, 1321 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილი: 10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში
მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევნებმა ბევრი რამ გამოავლინა, თუმცა, საკითხავია რამდენად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ. " 10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში. ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებულ საქართველოში, მაგრამ არის თუ არა ის უკეთესი. ეს საქართველო არის იმაზე უკეთესი, ვიდრე იქნებოდა, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ უკეთესი საქართველო. მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო. ეს მუხრუჭი მომძლავრდება თუ საერთოდ მოიხსნება და სადღაც გადავვარდებით, უახლოეს მომავალზე და პირველ რიგში, იმათზეა დამოკიდებული, ვინც ხალხის მანდატით აღიჭურვა - სუპერ აბსოლუტური ხელისუფლების მანდატით აღიჭურვა. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენლის განცხადება, რომ რატომ შფოთავთ, ჩვენ ხომ ნორმალური ხალხი ვართ? მე მჯერა თითოეული მათგანის ინდივიდუალურად, მაგრამ მე ვგრძნობ ხიფათს მათი კოლექტიური ქმედებების გამო“, - განაცხადა უსუფაშვილმა. უსუფაშვილის განმარტებით, მონოპოლია კარგ ადამიანებსაც ცუდი ქმედებებისკენ უბიძგებს, ამიტომ მას უნდა ებრძოლონ. „მეორე ტურში სერიოზულ ცვლილებას არ ველოდები. მე არ ვამბობ, რომ ხვალიდან დაიწყება უბედურებები საქართველოში, მაგრამ იმას ნამდვილად ვამბობ, რომ ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ის სახიფათო ვითარება, რაც შეიქმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სახიფათო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. "ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ პარლამენტმა ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღოს. გვინდა, რომ გადაწყვეტილებები სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კონსენსუსის გზით მიიღონ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)