|
2016-10-17 19:12:05, 886 ნახვა
სამხედრო
იზორია: ფრანგული ხომალდის შემოსვლა ადასტურებს, რომ ნატო-ს სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას
„ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ ჩრდილო-ატლალანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბათუმში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდ „პრემიე მეტრ ლ’ ერი“-ზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საფრანგეთთან თანამშრომლობა და პარტნიორობა ღრმავდება. "აღსანიშნავია, რომ ამერიკული ხომალდის შემდეგ უკვე ვსტუმრობთ ფრანგულ სამხედრო ხომალდს, რაც მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. ასევე, მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კერძოდ, შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ფრანგულ მხარესთან გვაქვს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი ეფექტიანი გამოცდილება. წელს ერთად ვზეიმობთ საჩხერის სამთო სკოლის ათი წლის იუბილეს. ასევე ვიცით, რომ ფრანგებთან ერთად ვგეგმავთ მნიშნელოვანი პფროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტი ავიზო "პრემიე მეტრ ლ'ერი" ბათუმის პორტში დღეს შემოვიდა. დახვედრის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიესთან ერთად ესწრებოდა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)