|
2016-10-17 17:43:24, 875 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საფრანგეთის ელჩს და ფრანგული სამხედრო გემის კაპიტანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო გემის "PREMIER MAITRE L'HER"-ის კაპიტანს და საფრანგეთის ელჩს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მ ხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ფრანგული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება. საქართველოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობა საჩუქრად გადაეცემა. საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ავიზო "პრემიე მეტრ ლერის" ვიზიტი ბათუმის პორტში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)