18:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:07:36, 859 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: მეორე ტურს ვემიჯნები

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო  ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება.

ბურჯანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მხოლოდ ორ პარტიას შორის გაეკეთებინა არჩევანი.

„ზუსტად იმიტომ გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა,ზუსტად იმიტომ იყო გართული კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ დასმულიყო კითხვა და ადამიანები აღმოჩენილიყვნენ ასეთი არჩევანის წინაშე - “ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. არც ერთი და არც მეორე. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასეთი სლოგანი მქონდა, არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“, შემოხაზეთ მესამე მეთქი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველს მესამე პარტია, რომ შემოეხაზა, ქვეყანა საფრთხის წინაშე არ იქნებოდა და არც ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics