|
2015-03-18 09:34:20, 672 ნახვა
სამართალი
შსს-მ 159 აბი ე.წ. „ბიო“ ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამა-შვილი - 1971 წელს დაბადებული ლევან რ. და 1991 წელს დაბადებული ლუკა რ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ლუკა რ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 110 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 36,3 გრ ტრიპტამინის ნაერთთა კლასს შეიცავს, ასევე ამოღებულია 18,8388 გრ კანაფის ფისი და 2,5681 გრ გამომშრალი მარიხუანა. ლევან რ-ს პირადი ჩხრეკისას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი 49 აბი ამოიღეს, რომელიც 2,3048 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ორივე დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ლევან რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო ლუკა რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)